“აუდიტორია 115”-ის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დავით ნარმანიას ხვდებიან.
სტუდენტები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 სართულიანი წყალმომარაგების ოფისის მშენებლობას აპროტესტებენ.
“აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების თქმით, თბილისის მერიამ კომპანიას უკანონოდ და უსასყიდლოს 6 ათასი კვადრატული მიწის ფართობი გადასცა.
შეხვედრის დაწყებამდე სტუდენტები ნარმანიასთან შეხვედრას მის კაბინეტთან ითხოვდნენ.
“დაიცავი თსუ, დაიცავი საუნივერსიტეტო სივრცე,”- სკანდირებენ მაღლივის შენობასთან შეკრებილი სტუდენტები.
გავრცელებული ინფორმაციით, თსუ-ს მაღლივ კორპუსში პოლიციელები გამოჩნდნენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ მათთვის გაუგებარია ვინ გამოიძახა პოლიცია.