ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

EU-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო ჩეხეთმაც გააუქმა

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ჩეხეთმაც გააუქმა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ Facebook-ზე გაავრცელა.

მინისტრის თანახმად, ჩეხეთი ამ გადაწყვეტილებით პასუხობს – “ადამიანის უფლებების შელახვას, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას”.

იტვირთბა....