ელენე ხოშტარიასთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვს. ხოშტარია საპატიმროს დატოვებას მას შემდეგ შეძლებს, რაც გირაოს გადაიხდის.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.
ხოშტარიამ ბანერს “რუსული ოცნება” დააწერა.
ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას, ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

