ახალი ამბები მთავარი

“ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” – იულია ნავალნაია ალექსი ნავალნის გარდაცვალებაზე

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის,  ალექსეი ნავალნის მეუღლის, იულია ნავალნაიას განცხადებით, მისი ქმრის ბიოლოგიური ნიმუშებზე ჩატარებულმა უცხოურმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მოწამლეს.

„ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: ალექსეი მოკლეს. უფრო კონკრეტულად, ის მოწამლეს. ვამტკიცებ, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. შეწყვიტეთ პუტინის დაშოშმინება უფრო მაღალი მოსაზრებების გამო. მისი დამშვიდება შეუძლებელია. სანამ ჩუმად ხარ, ის არ ჩერდება“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.

იტვირთბა....