ჩვენი პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას, ჩვენ არ ვიქნებით 4 ოქტომბერს იქ, – ამის შესახებ “გახარია-საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, პარტია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არჩევნებზე მივიდნენ.
“კედელზე თავის რახუნი და მუქარები ეს არის პროცესის ხელოვნურად რადიკალიზაცია. არჩევნები არის ერთადერთი, ყველზე სწორი პროცესი ამ შემთხვევაში. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ჩვენი პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას, ჩვენ არ ვიქნებით 4 ოქტომბერს იქ,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

