საზოგადოება

როდის გამოწერენ შორენა ბეგაშვილის შვილს: ახალი დეტალები კლინიკიდან

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალ “სარკესთან” პროდიუსერი კახა მამულაშვილი საუბრობს:

“ევას მდგომარეობა სტაბილურად კარგია. გონზეა, მეტყველებს. რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა. ამდენი ხანი ამ სიახლეს ველოდებოდით და ღვთისა და ქართველი ექიმების წყალობით, სასწაული მოხდა. საავადმყოფოდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოწერენ და შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი ელის წინ…

ორი თვე აქვს წოლითი რეჟიმი გამოწერილი. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. გარანტიები არის, რომ გაივლის” -ამბობს კახა მამულაშვილი.

იტვირთბა....