ახალი ამბები მთავარი

“ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს საქართველოში” – ევროკომისიის პრესსპიკერი

“პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში”, – ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები, შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა და გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და ეს უკვე დაიწყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეშვეობით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული და სხვა ვარიანტებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

იტვირთბა....