ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე ლელო” – საბა ბუაძე

როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება ლელოში პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ. დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე ლელო, – ამის შესახებ საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუაძე წერს, კვლავ პოლიტიკაში რჩება და აგრძელებს თანამოაზრეების ძებნას.

“მეგობრებო,
როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება ლელოში პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ (ცხადია რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო)
დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ რომ სრულად დავტოვე ლელო.
მინდა მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 6 წლის წინ დავაფუძნეთ ლელო. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, ლელოში ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
რათქმაუნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს.” – წერს საბა ბუაძე.

 

იტვირთბა....