ლევან ხაბეიშვილი ძალიან ძლეირად და მაგრად გრძნობს თავს. ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოძრაობის ეშინია და ცდილობს, ეს მოძრაობა შეაჩეროს. ახლა მთავარია, რომ ხალხმა დაიჯეროს გამარჯვების და ყველა ადამიანი გარეთ იყოს 4 ოქტომბერს, – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ხაბეიშვილის ადვოკატის თქმით, დაკავებას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს პოლიტიკური საქმეა.
“ლევან ხაბეიშვილი ძალიან ძლეირად და მაგრად გრძნობს თავს. ის საზოგადოებას ეუბნება, რომ მისი დაკავებით ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ დამარცხებულია და მისი დაკავება სწორედ ამაზე მეტყველებს.
ახლა მთავარია, რომ ხალხმა დაიჯეროს გამარჯვების და ყველა ადამიანი გარეთ იყოს 4 ოქტომბერს. საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადების და პოლიტიკური სიტყვის გამო. ეს პირდაპირ არის პოლიტიკური საქმე და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოძრაობის ეშინია და ცდილობს, ეს მოძრაობა შეაჩეროს. ხაბეიშვილი ასევე აბობს, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მედროშე და ახლა საქართველოს მოსახლეობას შეუძლია საქართველოს დროშა აღმართოს.
მთავარი მოტივაცია ის არის, რომ სისტემამ გაიაზროს, რომ ისინი უკვე დამარცხებულები არიან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი სამართლებრივი შეფასებით, ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველას ვერ დაიჭერენ. ათიათასობით ადამიანი წერს სხვადასხვა სტატუსებს და ყველა რომ დააკავონ, ციხეში ადგილი არ ეყოფათ.” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

