ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ელენე ხოშტარია დაკავებულია იმ ადამიანის სარეკლამო ბანერის დამახინჯებისთვის, რომელმაც მთელი თბილისის იერსახე დაამახინჯა” – ძლიერი საქართველო

ელენე ხოშტარია დაკავებულია იმ ადამიანის სარეკლამო ბანერის დამახინჯებისთვის, რომელმაც მთელი თბილისის იერსახე დაამახინჯა, – ამის შესახებ ნათქვამია “ძლიერი საქართველო – ლელოს” განცხადებაში, რომელიც ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება.

ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ოპონენტებს უკვე საჯარო პოლიტიკური პერფორმანსისთვისაც აპატიმრებს. ელენე ხოშტარია დაკავებულია იმ ადამიანის სარეკლამო ბანერის დამახინჯებისთვის, რომელმაც მთელი თბილისის იერსახე დაამახინჯა და აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას! დაუსჯელი რჩება ძალადობა, რომელიც მისი შტაბის წევრებმა განახორციელეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. რეჟიმისთვის კალაძის ბანერი უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
“ძლიერი საქართველო – ლელოს” პოლიტიკური გუნდი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ელენე ხოშტარიას და რეჟიმის ყველა პატიმარს!” – ნათქვამია განცხადებაში.
იტვირთბა....