ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სავჩენკოს სია” – ლიტვამ 46 კაცს ქვეყანში შესვლა აუკრძალა

ლიტვა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც ე.წ. სავჩენკოს სია შევიდა ძალაში. ვილნიუსმა ოფიციალურად აუკრძალა ქვეყანაში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინელი მფრინავისთვის 22 წლიანი პატიმრობის მისჯასთან არიან დაკავშირებული.

Reuter-თვის მიცემულ ინტერვიუში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 46 კაციან სიაში რუს გამომძიებლებთან და მოსამართლეებთან ერთად უკრაინელი სეპარატისტებიც მოხვდენენ.

“უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად შავი სია შევქმენით. რუსეთში ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი ცინიკურად ირღვევა. ვიმედოვნებთ, ამ სიას სხვა ევროპული ქვეყნებიც შემოუერთდებიან.”-განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....