ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე.

“სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – წერია განცხადებაში.

მანამდე, თავად “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო ბანერს აწერს: “რუსული ოცნება” და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ კი 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იტვირთბა....