თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ირანულ სააგენტო NourNews-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ირანისა და მისი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედების შემთხვევაში, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს ადრე შეწყვეტილი რეზოლუციების აღდგენის შემთხვევაში, ამ შეთანხმებების შესრულება შეჩერდება“ – ხაზგასმულია დოკუმენტში.
როგორც ცნობილია, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგენილ დოკუმენტს ხელი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 9 სექტემბერს კაიროში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელ-ატას შუამავლობით მოაწერეს.

