ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნეპალში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ნეპალში კორუფციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ცხედრების ამოყვანას სავაჭრო ცენტრებიდან და არეულობის დროს დაზიანებული სხვა შენობებიდან.

“ამჟამად აღმოჩენილია მრავალი ადამიანის ცხედარი, რომლებიც დაიღუპნენ სავაჭრო ცენტრებში, სახლებსა და სხვა შენობებში, რომლებიც დაიწვა ან თავდასხმის შედეგად დაზარალდა“ – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, პრაკაშ ბუდატოკიმ.

არეულობის ფონზე პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად ქვეყანას დროებით უხელმძღვანელებს ყოფილი მთავარი მოსამართლე სუშილა კარკი.

ახალი საპარლამენტო არჩევნები ნეპალში 5 მარტს არის დანიშნული.

იტვირთბა....