ახალი ამბები მთავარი სამართალი

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

მურთაზ ზოდელავამ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადა, საპატიმრო დატოვა.

სასამართლომ 13 სექტემბერს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

იტვირთბა....