მურთაზ ზოდელავას აღკვეთი ღონისძიების სახით 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს.
შესაბამისი შუამდგომლობა დღეს პროკურატურამ დააყენა – მან სასამართლოსგან მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს. ისინი ფორმულას ეზოდან აიყვანეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მურთაზ ზოდელავა „უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება“.

