ახალი ამბები მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს როგორც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის, ისე ჯუანშერ ბურჭულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

უფრო კონკრეტულად, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული. სახელმწიფო ბრალდება აპირებს მოსამართლეს მის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეებს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ერთ სხდომაზე იმსჯელებს. აღნიშნული პროცესიც 18:00 საათზე უნდა გაიმართოს. პროკურატურა აპირებს, ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს შეფარდება მოითხოვოს.

 

იტვირთბა....