დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრას მოჰყვა.
საპარლამენტო უმცირესობამ მათ მიერ მომზადებული და პარლამენტის დღის წესრიგში შეტანილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტისთვის რიგითობის შეცვლა და წინა საკითხად გადმოწევა მოითხოვა. დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ მოითხოვა პროექტისთვის “ადეკვატური ადგილი მიეჩინათ”.
ბარამიძეს გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს. ვოლსკის თქმით, რეზოლუცია მიღებულია, ხოლო უმცირესობა მოვლენებს ჩამორჩა.
ვოლსკის რეპლიკას ბარამიძემ უპასუხა: “ჩამორჩენილები ხართ თქვენ”.