ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეგი დიასამიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მეგი დიასამიძეს, კალაძის ორი საარჩევნო ბანერის “დაზიანების გამო”, რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, პროკურატურამ ბრალი 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინა

იტვირთბა....