ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა – ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

“12 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.
✅ ქალი პატიმრებისგან სახალხო დამცველმა მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
📌 სახალხო დამცველმა მოინახულა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილიც. ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ, 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა და აპარატი მომავალშიც გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას”

იტვირთბა....