“მე ვერც წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას და სრულიად გამორიცხა იმის ალბათობა, რომ სამომავლოდ შესაძლებელია ღარიბაშვილიც ვიხილოთ ბრალდებულის როლში.
“მე ვერც წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული. ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული თვითონაც, თავისი ოჯახი საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ამიტომ ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ასეთი ფორმულა, რომ „არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში“, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება გამორიცხო კიდეც. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ მედიასთან.

