ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაზე, დანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის სასანქციო სიაში რუსეთის 2500-ზე მეტი ორგანიზაცია და ფიზიკური პირია შეყვანილი. დაბლოკილია მათი საბანკო ანგარიშები და აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.
სანქციების გახანგრძლივება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხშირად ჩიხში შედის, რადგან უნგრეთი ხშირად გარკვეული პირების სიიდან ამოღებას ითხოვს. ამ შემთხვევაში ოფიციალურ ბუდაპეშტს განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია.

