ოპოზიციური პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების ინიციატივით, გორის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო.
ოპოზიციური პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს ეკუთვნით.
იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა გაიმართება. საკრებულოს სხდომას ესწრება თავად დავით რაზმაძეც, თუმცა, სხდომას თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე უძღვება.
ცნობისთვის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა.

