ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ, ნატო თავდაცვას აძლიერებს

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ, ნატო თავდაცვას აძლიერებს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პოლონეთმა ინციდენტთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, რომელიც დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მედიის ცნობით, ნიდერლანდები და ჩეხეთი პოლონეთში თავდაცვით ძალებს გზავნიან, ლიეტუვა კი გერმანულ ბრიგადას უმასპინძლებს, თავად გერმანია კი, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩართულობას და პოლონეთზე საჰაერო პატრულირებას გააძლიერებს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, საფრანგეთმა Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსული დრონების ნაწილი ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა.

იტვირთბა....