“სრული სოლიდარობა დაკავებულებს. ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩვეული გახდა, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავება.
„კოალიციის სახელით გვინდა გავაკეთოთ განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მორიგი სამარცხვინო ტალღის შესახებ. კერძოდ, დავგმოთ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის და ასევე მურთაზ ზოდელავას დაკავების ფაქტი. სრული სოლიდარობა დაკავებულებს. ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩვეული გახდა. ამასთანავე უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ეს და რა დიაგნოზის მანიშნებელია „ქართული ოცნებისთვის“.
ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ცუდ მდგომარეობაშია. ისინი დასდევენ ყოფილ გუნდის წევრებს, ნებისმიერ პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც იბრძვიან და რაც მთავარია, მათ ეშინიათ ქუჩაში ბევრი ხალხის, პროტესტის. ამიტომ, სწორედ ამ გზით – საერთო პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა. ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე, დღეს დააკავეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავა.

