სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 ლარს საჯაროდ ჰპირდებოდა თუკი ისინი დარბევაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
ხაბეიშვილის 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“, – თქვა ხაბეიშვილმა 25 ივლისს საჯაროდ მიმართვისას.

