“ოცნებას” მიაჩნია, რომ ლიდერების გარეშე სამოქალაქო საზოგადოება დასუსტებული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრამდე სხვა ლიდერებიც დააკავონ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ხაბეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, “მეტრონომთან” განაცხადა.
ნიკა ჩიტაძის თქმით, პოლიტიკოსების დაკავება ძალის დემონსტრირებაა.
“ჩემი აზრით, პოლიტიკური ლიდერების დაკავებით, “ოცნებას” უნდა იმის დემონსტრირება, რომ აქვს ძალა და შეუძლია ყველაფერი გააკეთოს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. მათ მიაჩნიათ, რომ ლიდერების გარეშე სამოქალაქო საზოგადოება დასუსტებული იქნება. შეიძლება და არც გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრამდე სხვა ლიდერებიც დააკავონ, რათა მეტი არეულობა გამოიწვიონ ხალხში”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, სუს-მა ლევან ხაბეიშვილი “ფორმულას” ეზოში დააკავა.

