“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე”, თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია.
„არ ვარ თბილისში. მალე ვიქნები. მივდივართ სუს-ის შენობასთან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! ახლა გაჩერება დანაშაულია! ვიბრძვით ბოლომდე!“ – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი “ფორმულას” ეზოში სუს-ის თანამშრომლებმა დააკავა.
მასთან ერთად, სუს-მა მურთაზ ზოდელავაც წაიყვანა, თუმცა უცნობია დაკავებულია თუ არა ისიც.

