“ფიშერი იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი”, – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, მედიასთან საუბრისას, მას შემდეგ რაც პიტერ ფიშერმა საქართველოში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასა.
„ფიშერი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, ფიშერის დაცვაც ტრაგიკული აქტია, თუმცა არ მინდა ამაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი. ტრაგიკულია – როდესაც ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის, არ ვიცი,“ – განაცხადა კობახიძემ.

