ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სიას ავრცელებს:
• იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია;
• ტუნისის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო;
• მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
• თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
• ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო;
• მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
• ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
• სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია;
• ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
• ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია;
• Association „ALTERFACT“.
სია საბოლოო არ არის და ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ.
ცნობისთვის, გუშინ, 9 სექტემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, მოგვიწვიოს ასეთი დაგვიანებით, ხელი შეუშალა არსებით დაკვირვებას და ODIHR ვერ შეძლებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას“.

