ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა” – ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი

ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო საზღვრის უკანონო კვეთას ეხმაურება.

“ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა, რომლებსაც პოლონეთისა და ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემები დახვდნენ. ნატოს გენერალური მდივანი კონტაქტზეა პოლონეთის ხელმძღვანელობასთან და მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს”, – წერია ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.

უკრაინის დაბომბვის პარალელურად, რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ოფიციალურმა ვარშავამ 4 აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....