ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჩამოაგდეს რუსული დრონები, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრა და განაცხადა, რომ მათი ნაწილი უკვე ჩამოდგენულია.

პოლონეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციითვე, მიმდინარეობს ჩამოდგებული დრონების ადგილმდებარეობის დადგენა.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“, – ნათქვამია პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ამის შესახებ უკვე აცნობა ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს.

გარდა ამისა, პოლონეთის პრემიერმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

იტვირთბა....