ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე დარტყმა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას” – ირანის საგარეო უწყება

ირანი გმობს ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე დარტყმას. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის ქმედება წარმოადგენს „საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“ და „კატარის ეროვნული სუვერენიტეტისა და პალესტინელი მომლაპარაკებლების ხელყოფას“.

როგორც ესმაილ ბაღაიმ აღნიშნა, ეს უნდა გახდეს „სერიოზული გაფრთხილება რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის“.

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) სამხედრო-საჰაერო ძალებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე დაჯგუფება „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ მტკიცებით, ავიადარტყმამდე მათ ზიანის მინიმიზაციის კუთხით რამდენიმე ღონისძიებას მიმართეს, მაღალი სიზუსტის მქონე ჭურვების გამოყენებითა და სადაზვერვო ინფორმაციის გადამოწმების ჩათვლით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელმა დამოუკიდებლად დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია „ჰამასის“ ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციის მიზნით, რომელიც კატარში ჩატარდა.

ცნობისთვის, კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.

იტვირთბა....