ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდა

ისრაელის თავდაცვის არმიამ ქალაქ ღაზის მცხოვრებთ მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი სახლები. ამ შინაარსის დაბეჭდილი ტექსტები ღაზაში დღეს, 9 სექტემბერს ჩამოყარეს.

მოწოდებას წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება, რომ მზადდება ღაზაზე ძირითადი სახმელეთო შეტევა. ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზას ჰამასის ბოლო ბასტიონი უწოდა.

ქალაქის მოსახლეობა ერთ მილიონამდეა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ევაკუაციის მოთხოვნამ ღაზის მცხოვრებლებში პანიკა გამოიწვია, რადგან, მათი თქმით, არ იციან უსაფრთხო ადგილები, რომლებსაც თავს შეაფარებენ.

გასული კვირის ბოლოს ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზის მცხოვრებთ ურჩია, გადავიდნენ უსაფრთხოების ახალ ზონაში, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთშია.

იტვირთბა....