ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპარლამენტარები ურზულა ფონ დე ლაიენს მოუწოდებენ, არ დაუშვას კინოიანის რუსეთისთვის გადაცემა

უკრაინის ომის მონაწილე ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს – სომხეთში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი გიორგი კინოიანის საქმესთან დაკავშირებით ექვსი ევროპარლამენტარი წერილს უგზავნის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ევროპარლამენტარები ურზულა ფონ დე ლაიენს მოუწოდებენ, არ დაუშვას კინოიანის რუსეთისთვის გადაცემა – ისინი შეშფოთებას გამოხატავენ და ევროკავშირს სწრაფი და მკაფიო პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, გიორგი კინოიანის სიცოცხლეს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება.

“ეს მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის. ეს პირდაპირი გამოწვევაა სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პრინციპებისთვის. სომხეთის თანამშრომლობა რუსეთთან აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლთა დევნაში მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ, მათ შორის უფრო ღრმა პოლიტიკური ჩართულობისკენ.

მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ ეს საქმე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წამოჭრათ და დაუყოვნებლივი, მძლავრი დიპლომატიური ზომები მიიღოთ იმისათვის, რომ გიორგი კინოიანი რუსეთის ხელისუფლებას არ გადაეცეს“ – წერია ექვსი ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილში.

ცნობისთვის, სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის გიორგი კინოიანი, რომელზეც რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მას 40 დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა უკვე შეეფარდა და რუსეთის ექსტრადაციის რისკის ქვეშ დგას.

იტვირთბა....