ნეპალში, საპროტესტო აქციების პარალელურად, ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს პრემიერის თანაშემწეზე დაყრდნობით.
ინფორმაციისთვის, ნეპალში რამდენიმე დღეა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები სოციალური მედიის აკრძალვას აპროტესტებენ. პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა 19 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.
მასშტაბური აქციებისა და პროტესტის ფონზე, ნეპალის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.

