უკრაინის ომის მონაწილე ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს.
სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთს შეატყობინა, რომ უკრაინაინაში ბრძოლისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა და მას ექსტრადაცია ემუქრება, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.
ცნობისთვის, სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის გიორგი კინოიანი, რომელზეც რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
მას 40 დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა უკვე შეეფარდა და რუსეთის ექსტრადაციის რისკის ქვეშ დგას.

