თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა “ევროპეისკაია პრავდას“ კორესპონდენტს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი კვლავ ელის ქართული მხარე “მიიღებს კონკრეტულ ზომებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად“.
“31 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა კომისიის მიერ ბრიუსელში საქართველოს ელჩისთვის 14 ივლისს გაგზავნილ წერილს. ამჟამად კომისია აფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს. კომისია შეაფასებს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან, ვიზების შეჩერების შესახებ შემდეგი ანგარიშის კონტექსტში
შეუსრულებლობის გახანგრძლივების შემთხვევაში და შეფასების ჩატარების შემდეგ, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ“ – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

