ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევში დრონებით შეტევის შედეგად სვიატოშინსკის და დარნიცკის რაიონებში მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ჩვილი.

როგორც ცნობილია, დაშავდა 13 ადამიანი.

რუსების თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა სერიოზულად დაზიანდა – მე-4-8 სართულები ნაწილობრივ განადგურდა.

იტვირთბა....