“ცოტა ხნის წინ, რუსეთის სარდლობამ პოკროვსკის რაიონში გამოცდილი საზღვაო ქვეითების დანაყოფები გადაიყვანა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მტერმა შეცვალა თავისი ტაქტიკა, ცდილობს ქალაქში რაც შეიძლება ღრმად შეაღწიოს ცალკეულ ან მცირე ჯგუფებად, უკრაინელი დამცველების მოწინავე პოზიციებთან საბრძოლო კონტაქტის გარეშე. პოკროვსკში მტრის მთავარი მიზანია: რაც შეიძლება ახლოს მივიდეს დრონების ოპერატორების ან ნაღმტყორცნების პოზიციებთან, სცადოს ჩვენი თავდაცვის ძალების დაშლა, ახალ პოზიციებზე დამკვიდრება და ასევე „ნაცრისფერი ზონის“ საზღვრების გაფართოება“ – წერს უკრაინული მედია მე-7 საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედროებზე დაყრდნობით.
სამხედროები აღნიშნავენ, რომ მტერმა შეამცირა საჰაერო დარტყმების რაოდენობა ე.წ. ნულოვან პოზიციებზე და გაზარდა სამოქალაქო სამიზნეებზე.
“არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავს გამოიყენოს თავისი დაჯგუფება დონეცკის რეგიონში ე.წ. „გადამწყვეტი გარღვევისთვის“ დიდი რაოდენობით პერსონალისა და აღჭურვილობის გამოყენებით. მტრის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება – პოკროვსკ-კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაციის დაკავება“ – წერს მედია და აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ადგილზე იყენებენ ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მტრის ტექნიკის გასანადგურებლად.

