“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა – ამის შესახებ ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“როგორი სიმბოლურია, დღეს ჩამბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზურაბ ჯაფარიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელი, რჩება ციხეშიო” – წერს ჩომახაშვილი.

