უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“მადლობა ამ ვიზიტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორის ეს დიალოგი არსებობს. ჩვენ ამას განვაგრძობთ“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ფიცოს ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავისი საუბრის შესახებ, ასევე “მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შედეგების თაობაზე.

