ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!” – გიორგი გახარია

გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გათავისუფლებას ულოცავს.

ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას!

მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო.
ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის – განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს!
ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!” – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....