“ბიძინას მამუკა და ბადრი სამიზნეში ჰყავს ამოღებული, პირადი შურისძიება ამოძრავებს”, – თინა ხიდაშელი “ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე – ჯაფარიძეს შეწყალებას ეხმაურება. მისი თქმით ეს შეწყალება იმის მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში სამართალი მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციებისთვისაა საჭირო.
“მე რასაც ვიტყვი, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” იმ მხარდამჭერებს ეხებათ, რომლებსაც ბინდი აქვს თვალზე გადაკრული ან ასეთი პოზა უჭირავს, რომვერაფერს ხედავს, პოლიტიკა არაფერ შუაშია და აი, კანონი არის და სასამართლო გადაწყვეტილება. დღევანდელი ყაველაშვილის ბრძანებით ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა, კიდევ ერთხელ, მათ გასაგონად, მათი ყურებისა და თვალებისთვის, რომ არავითარი მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არსებობს, არავითარი კანონის უზენაესობა არ არსებობს, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტიკური მანიპულაციის კონკრეტული მომენტისთვის საჭირორო ამოცანებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება” და აი, ასე თამაშობს. თავად ყაველაშვილმა დაწერა თავის აქტში, რომ მიუხედავად იმისა, რომ მივმართე, რომ მოემართათ ჩემთვის, ვეღიარებინე, არავინ მომმართა, შეურაცხყოფა მომაყენეს, მაგრამ მე მაინც ამ ჟესტს განვახორციელებ.
ამასობაში, ეს ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები ციხეში სხედან აბსოლუტურად ერთი და იგივე მუხლით, ერთი და იგივე მიზეზით, ერთი და იგივე “ბრალდებით”, რომ არ გამოცხადდნენ გაუგებარი, მოგონილი კომისიის სხდომაზე. თუ რომელიმე მათგანი გამოდის ციხიდან, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან. აქ სხვა რაიმე არგუმენტი სამართლებრივად არ არსებობს. ან ყველა გამოდის ერთად, ან არავინ გამოდის იქიდან. როდესაც აკეთებ გარჩევას, ეს არის ზუსტად პოლიტიკური მანიპულაცია.
“ქართული ოცნების” ამოცანა გასაგებია: ბიძინას პირდაპირ სამიზნეში ჰყავს ამოღებული მამუკა და ბადრი, აქვს ძალიან პირადი პრობლემა, პირადი კონფლიქტი გარდა პოლიტიკურისა, მათთან პრადი ანგარიშსწორებით არის ის დაკავებული. განსაკუთრებული ბოღმა და პრობლემა აქვს ამ ორ ადამიანთან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

