ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა მივმართო მამუკას და ბადრის მათი გათავისუფლების დღეს, გამოდით არასწორი რუსული სპეცოპერაციიდან” – ელენე ხოშტარია

დღეს, 5 სექტემბერს, მიხეილ ყაველაშვილმა საპატიმროში მყოფი ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. “დროას” ლიდერმა ყაველაშვილის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება, ოცნების მთავრობის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.

“ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავთ ამას და ვუსურვებთ ღირსეულ თავისუფლებას ყველა პოლიტპატიმარს რომელიც რჩება ციხეში. ამასთანავე, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად?! ეს არის ქართული ოცნების მცდელობა ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ, მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია. მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება გაძლიერება ამ ბრძოლის, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას ლელოსგან” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....