ახალი ამბები მთავარი

“26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს” – ემანუელ მაკრონი

„26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა. უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა “მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-თან საბოლოო დეტალებზე მუშაობა დასრულდება.

„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ დავუშვებთ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს ყველას უსაფრთხოების საკითხია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

იტვირთბა....