ახალი ამბები მთავარი

“თამთა მეგრელიშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, ჯანმრთელობის ცრუ მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება” – ანუკი ჩრდილელი

რუსთაველის გამზირზე დაკავებული ანუკი ჩრდილელი აცხადებს, რომ აპირებს ექსპერტ თამთა მეგრელიშვილს უჩივლოს, რადგან მან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ასევე მისივე თქმით დაკავებისას სამართალდამცველებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიუთითეს და დააკავეს, როდესაც იგი უბრალოდ ტროტუარზე იდგა.

“თითით ანიშნეს ჩემზე, ეს დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი, შესაბამისად არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, ან მოწოდება. ფიზიკურად ვერ იქნებოდა, რადგან დღისით ვიდექი რუსთაველის თეატრთან , არ ვიცი, რა დავაშავე ტროტუარზე დგომით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიგინებოდი, ასეთი არაფერი ყოფილა. ასევე, ვინც მანქანაში შემაგდო სხვა ადამიანია, ხოლო დამკავებლად სრულიად სხვა ადამიანი გამიფორმეს.

არ ვიცი მეგრელიშვილს რატომ ჰგონია , რომ მე „ნაცებს“ ან „ქოცებს“ ვარ მიბმული და ამ ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. აუცილებლად ვუჩივლებ სამართლებრივად. ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება. რამე ფსიქიკური პრობლემები მე არ მქონია და თუ ეს საჯაროა ეს ყველაფერი,ამაზე მე დასკვნას გამოვიტან“,- განაცხადა ანუკი ჩრდილელმა.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.

იტვირთბა....