ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაკავებულ 11-ვე პირს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაკავებულ 11-ვე პირს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარედგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

იტვირთბა....