ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტი-ამერიკული შემობრუნება“ – აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას გამართავს

“პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტი-ამერიკული შემობრუნება“ – აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას გამართავს – აღნიშნულის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

“საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....