“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ, საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის – რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს და ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. მოგვიანებით მას ბრალი 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

